11 აგვისტოს წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! მოწყალე მღვდელმთავარო ნიკოლოზ – ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.
სიკეთის დიდი მღვდელმთავარი, როგორც ჩვენმა უწმინდესმა ბრძანა, არ არსებობს თხოვნა, რომელიც არ ისმინის წმინდა ნიკოლზმაა.
“როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით… ”
უამრავი მაგალითი არსებობს, რომ წმინდა ნიკოლოზი არაერთხელ დაეხმარა ხალხს სერიოზული დაავადების განკურნებაში, ოჯახური ბედნიერების მოპოვებასა და კეთილდღეობაში. წმინდა ნიკოლოზი ცნობილია დიდი სიკეთით, მას საქრისტიანოში, უწოდებენ სიკეთის დიდ მღვდელთავარს, უამრავ ადამიანს დღესაც ეხმარება თავისი დიდი წყალობით, უამრავი ადამიანი, ოჯახი გამოიყვანა დიდი განსაცდელიდან.










