ქუთაისში მძიმე, მავნე და საშიშ ნივთიერებებთან მომუშავე ადამიანებისათვის ტრენინგი გაიმართა. მოწვეულმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა მათ ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ მიაწოდა, რისი დანერგვაც სახელმწიფომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საკუთარ თავზე იაღო შრომითი უსაფრთხობისა და შრომითი უფლებების კუთხით. ყურადება ასევე გამახვილდა არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. ლიპარტელიანის თქმით მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...








