103 წლის ქალი აღმოჩნდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ვინც კორონავირუსის დამარცხება და სახლში დაბრუნება შეძლო. ჯან გუანგფენმა უჰანის საავადმყოფოში 6-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსის დამარცხება შეძლო, – ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.
მოხუცი ქალის ექიმის განმარტებით, განკურნების მიზეზი იყო ის, რომ ქალს მსუბუქი პნევმონიის გარდა არანაირი სხვა სიმპტომი არ ჰქონდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.