LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი

პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი

დაპოსტა 2024/02/05-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება

 პოპულარული ჟურნალი Forbes ყოველ წელს აქვეყნებს ყველაზე შეძლებული ადამიანების ნუსხას. გამოცემამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და წლის დასაწყისში შესთავაზა მკითხველს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი.

Forbes-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში 10 უმდიდრესი ადამიანის საერთო კაპიტალმა 1,44 ტრილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენთა შემოსავალი განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს გაიზარდა, როცა მნიშვნელოვნად გაძვირდა Tesla-სა და Alphabet-ის აქციები. „Forbes-ის მილიარდერებს“ მეტწილად საკუთარი კომპანიების აქციებში აქვთ კაპიტალი დაბანდებული, ამიტომ სწორედ აქციების ფასი განსაზღვრავს მათ შემოსავალს.

პლანეტის 10 უმდიდრესი ადამიანი

1. ილონ მასკი (52 წლის, 250,4 მილიარდი დოლარი)

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი და გენერალური დირექტორია. Tesla – ელექტრომობილებისა და მზის პანელების წარმოებაზე მუშაობს, SpaceX  კი – კოსმოსური რაკეტების შექმნაზე სპეციალიზდება. მართალია, 2022 წელს მასკმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა სოციალური ქსელი Twitter, რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა და X გახდა, მაგრამ მისი კაპიტალის ორი მესამედს მაინც საავტომობილო კომპანია უზრუნველყოფს.

მასკი, რომელსაც ფენომენალური მეხსიერება აქვს და თავისუფლად იმახსოვრებს უზარმაზარი მოცულობის მასალას, ბავშვობიდანვე იშვიათი მარიფათითა და გონებაგამჭრიახობით გამოირჩეოდა. პირველი კომპიუტერი ილონმა 10 წლის ასაკში მიიღო საჩუქრად. მოზარდმა სწრაფად აუღო ალღო პროგრამირებას და 12 წლისამ კომპიუტერული თამაშის პირველი პროგრამა შექმნა, რომელიც 500 დოლარად გაყიდა, სტუდენტობის პერიოდში კი, როცა ხშირად ბუტერბროდის ფულიც არ ჰქონდა, საკუთარ სახლში მოწყობილი ღამის კლუბისა და ფასიანი წვეულებების მოწყობით იხდიდა ქირას. განსაკუთრებული მოხერხებულობა გამოიჩინა ბიზნესმენმა 2008 წლის ბოლოსაც, როცა მის კომპანიებს გაკოტრება დაემუქრა, თუმცა მასკმა ბანკროტად გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე შეძლო ინვესტორებისგან 20 მილიონი დოლარის მიღება, ორი დღის შემდეგ კი, მისმა SpaceX-მა 1,6-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა  NASA-სთან.

2. ბერნარ არნო (74 წლის, 203,2 მილიარდი. დოლარი)

ევროპის უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო ფუფუნების საგნების და პრემიუმ კლასის ნივთების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის LVMH-ის – გენერალური დირექტორია. 2021 წელს LVMH-მა, რომელიც 70-მდე მოდურ და კოსმეტიკურ ბრენდს აერთიანებს – Louis Vuitton-ის, Christian Dior-ის, Moet & Chandon-ის და Sephora-ს ჩათვლით, საიუველირო კომპანია Tiffany & Co შეიძინა 15,8 მლრდ. დოლარად.

1971 წელს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის École Polytechnique-ის ინჟინრის დიპლომით დასრულების შემდეგ არნო მამის სამშენებლო კომპანიას Ferret-Savinel შეუერთდა, რომელსაც 7 წლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში, 1984 წელს კი, საფრანგეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ სწორედ მისთვის გადაეცა რამდენიმე თვით ადრე გაკოტრებული ტექსტილის უმსხვილესი კომპანია Boussac. არნომ კომპანიაში შემავალ ყველა ბრენდზე უარი თქვა Christian Dior-ის გარდა, Moёt Hennessy-სა და Louis Vuitton-ის LVMH-ში გაერთიანების შემდეგ კი, ჯერ მისი უმსხვილესი ინვესტორი გახდა, მერე კი, მფლობელი და მთავარი აქციონერი.

3. ჯეფ ბეზოსი (60 წლის, 174,4 მილიარდი დოლარი)

მართალია, 2021 წელს ბეზოსმა ელექტრონული კომერციის გიგანტის Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, მაგრამ კომპანიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა მაინც შეინარჩუნა.

2021 წლის ივლისში ბეზოსმა მისივე აეროკოსმოსური კომპანიის Blue Origin-ის მიერ აგებული რაკეტით New Shepard-ით იმოგზაურა კოსმოსში. კომპანიონობა ბიზნესმენს მისმა ძმამ მარკმა, 82 წლის პროფესიონალმა მფრინავმა ქალბატონმა უოლი ფანკმა და ნიდერლანდელი მილიარდერის ჯოს დეიმენის შვილმა, 18 წლის ოლივერმა გაუწიეს. „ვარსკვლავურმა ეკიპაჟმა“ ერთდროულად სამი რეკორდი დაამყარა, რადგან კოსმოსში არა მხოლოდ იმ პერიოდში პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, არამედ ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული ასტრონავტებიც გაფრინდნენ. მართალია, კოსმოსური მისია მხოლოდ  10 წუთი გაგრძელდა, მაგრამ კაფსულამ ეკიპაჟთან ერთად, მაინც შეძლო 3595 კილომეტრ/საათის სიჩქარის განვითარება და 107 კილომეტრის სიმაღლის დაძლევა.

4. ლარი ელისონი (79 წლის, 133,8 მილიარდი დოლარი)

2014 წლამდე ელისონი გენერალური დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას Oracle-ს, რომელიც 1977 წელს დააფუძნა. დღეს ბიზნესმენი კომპანიის ტექნიკური დირექტორი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა. გასულ წლებში Oracle-მა რამდენიმე მსხვილი შენაძენი მიათვალა საკუთარ აქტივებს Sun Microsystems-ის ჩათვლით და ერთი-ორად გაზარდა შემოსავალი. 2018 წელს ელისონი საავტომობილო კომპანიის Tesla-ს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი გახდა და დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, თუმცა 2022 წელს საკუთარი სურვილით დატოვა კომპანია. გავრცელებული ხმების თანახმად, ელისონს, რომელიც არასდროს ერიდება მკვახე გამონათქვამებს, თავად ილონ მასკთან მოუვიდა შელაპარაკება.

ელისონმა, რომელიც მისსავე კუთვნილ ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს, პირველ რიგში ძვირადღირებული ავტომობილებით და იახტებით, ხელგაშლილი და ფუფუნებით ცხოვრების სიყვარულით გაითქვა სახელი. მომავალი მილიარდერისთვის გარდამტეხი 1976 წელი აღმოჩნდა, როცა სხვადასხვა სფეროში საქმიანობის შემდეგ სრულიად შემთხვევით მოხვდა კომპანია Ampex-ში, სადაც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის Oracle-ის შექმნაზე იმუშავა. პირველი სერიოზული პროექტის დასრულების შემდეგ ელისონმა კოლეგებთან ერთად დატოვა Ampex და საკუთარი კომპანია დააფუძნა, რომელსაც სწორედ პირველი წარმატებული პროექტის პატივსაცემად დაარქვა Oracle.

5. უორენ ბაფეტი (93 წლის, 119, 3 მილიარდი დოლარი)

„ომაჰელი ორაკულის“ სახელით ცნობილი ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. სწორედ ის მართავს საინვესტიციო კონგლომერატს Berkshire Hathaway-ს, რომელიც რამდენიმე ათეულ კომპანიას, მათ შორის სადაზღვევო Geico-ს, აკუმულატორებისა და ბატარეების მწარმოებელ Duracell-ს და რესტორნების ქსელს Dairy Queen-ს აერთიანებს.

ამერიკელი კონგრესმენის ჰოვარდ ბაფეტის შვილმა პირველი აქციები 11 წლის ასაკში შეიძინა, საგადასახადო დეკლარაცია კი, პირველად 13 წლისამ შეავსო. 2010 წელს ბილ და მელინდა გეიტსებთან ერთად ბაფეტმა ფილანთროპული კამპანია „ნდობის ფიცი“ წამოიწყო და კოლეგა მილიარდერებს პასუხისმგებლობის განაწილება, საკუთარი ქონების თუნდაც ნახევრის საქველმოქმედო ფონდებისთვის გადაცემა  შესთავაზა. თავად ბაფეტმა სწორედ ქველმოქმედებას შესწირა კუთვნილი კაპიტალის 99 პროცენტი, როცა 51,5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია ბილ გეიტსის, საკუთარი შვილების ფონდებს და პლანეტის ყველაზე ხელგაშლილი მილიარდერის სტატუსი დაიმსახურა.

6. ბილ გეიტსი (68 წლის, 118,8 მილიარდი დოლარი)

კომპიუტერულმა პროგრამირებამ გეიტსი ბავშვობაში გაიტაცა, თუმცა 1975 წელს მომავალმა მილიარდერმა უარი თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე და სკოლის მეგობართან პოლ ალენთან ერთად შექმნა კომპიუტერული უზრუნველყოფის ფირმა Microsoft, რომელმაც ნამდვილი გადატრიალება მოახდინა პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარებაში.

გეიტსმა მთელი 25 წელი უხელმძღვანელა Microsoft-ს და მხოლოდ 2000 წელს დატოვა გენერალური დირექტორის პოსტი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ისევ ძალიან დიდ დროს უთმობს კომპანიას და Microsoft-ის გუნდის კონსულტირებას“. დღეს, გეიტსი, რომელიც შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელია, ათეულობით კომპანიაში ახორციელებს ინვესტიციებს, თუმცა ყველაზე მეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობის მწარმოებელს Deere & Co-ს გულშემატკივრობს, რომელსაც არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ გამოცდილი სპეციალისტების მოძიებითაც ეხმარება.

7. მარკ ცუკერბერგი (39 წლის, 115,9 მილიარდი დოლარი)

პოპულარული სოციალური ქსელი Facebook მარკ ცუკერბერგმა 2004 წელს, ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას შექმნა. კომპანია, რომელსაც დღეს Meta Platforms ჰქვია, Instagram-ის, WhatsApp-ის შეძენით გაფართოვდა და მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი გახდა ყოველთვე 3,88 მილიარდი მომხმარებლით. მართალია, ცუკერბერგი Meta-ს გენერალური დირექტორია, მაგრამ ის მხოლოდ აქციების 13 პროცენტს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ მეუღლესთან პრისცილა ჩანთან ერთად მარკმა პირობა დადო, რომ კაპიტალის 99 პროცენტს არა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არამედ  ადამიანის პოტენციალის განვითარებას მოახმარდა. ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელსაც წყვილი აფინანსებს, იმ ინსტრუმენტების შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც მედიკოსებს ნებისმიერი დაავადების პრევენციაში, გაკონტროლებასა და ეფექტურად მკურნალობაში დაეხმარება.
8. სტივ ბალმერი (67 წლის, 112, 8 მილიარდი დოლარი)

ბილ გეიტსის თანაკურსელი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, 1980 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში MBA-ს პროგრამის დასრულების შემდეგ შეუერთდა Microsoft-ის გუნდს რიგით თანამშრომლად, თუმცა 2000 წელს გეიტსის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სწორედ ის ჩაუდგა სათავეში კომპანიას, რომელსაც 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ბიზნესმენის განცხადებით, Microsoft-ის დირექტორის პოსტი მან საყვარელი სპორტის სანაცვლოდ დათმო. კალათბურთით გატაცებულმა ბალმერმა მთელი დრო და რესურსი Los Angeles Clippers-ის განვითარებას დაუთმო, რომელიც 2 მილიარდ დოლარად შეიძინა და ერთგვარი  რეკორდად დაამყარა, რადგან ყველაზე ძვირი შენაძენი განახორციელა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. თუმცა, მისი მეურვეობით გუნდის აქტივები ერთიორად გაიზარდა და დღეს უკვე 4,65 მილიარდ დოლარს შეადგენს.

9. ლარი პეიჯი (50 წლის, 116,2 მილიარდი დოლარი)

Google-ის საძიებო სისტემა პეიჯმა 1998 წელს შექმნა სერგეი ბრინთან ერთად, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. მოგვიანებით პეიჯისა და ბრინის შეხვედრას ზოგმა „ეპოქალური“, ზოგმა „საბედისწერო და გარდამტეხი“ უწოდა, რაც აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ახალგაზრდების პარტნიორობა დღესაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს-ტანდემად ითვლება. თუმცა, ბევრი ამტკიცებს, რომ Google-ის დამფუძნებლებს საშინლად არ მოსწონთ ერთმანეთი და მხოლოდ საერთო ინტერესები აიძულებთ პარტნიორობის შენარჩუნებას. არავინ იცის, რამდენად მართალია გავრცელებული ხმები, თუმცა ყველა თანხმდება, რომ პირადი სიმპათიების მიუხედავად, სრულად გაამართლა პეიჯისა და ბრინის თანამშრომლობამ, რადგან ბიზნესმენებმა დიდი ხნით დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში.

მართალია, 2015 წელს პეიჯმა გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, მაგრამ Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის აქციების საკონტროლო პაკეტი და დირექტორთა საბჭოს წევრობა მაინც შეინარჩუნა. მოგვიანებით, პეიჯმა ასტეროიდების მომპოვებელი კომპანია Planetary Resources დააფუძნა, რომელიც 2018 წელს ბლოკჩეინ-კომპანიამ ConsenSys-მა შეიძინა.

10. სერგეი ბრინი (50 წლის, 107,3 მილიარდი დოლარი)

Alphabet-ის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ პარტნიორი პეიჯის მსგავსად ბრინმაც შეინარჩუნა აქციების საკონტროლო პაკეტი და დირექტორთა საბჭოს წევრობა.

აღსანიშნავია, რომ ბრინი, რომელიც 6 წლის ასაკში რუსეთიდან ანტისემიტიზმს გაქცეულ მშობლებთან ერთად გადაბარგდა ამერიკაში, დღეს ყველაზე შეძლებულ ემიგრანტად ითვლება შეერთებულ შტატებში. 10 წლის წინ ბიზნესმენმა საჯაროდ განაცხადა, რომ გენეტიკური განწყობის გამო პარკინსონით დასნეულების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთნებოდა, ამიტომ დაავადების შესწავლის ერთგვარი საგანმანათლებლო კამპანია წამოიწყო და დღემდე ინტენსიურად აფინანსებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების კვლევებს. საერთო ჯამში ბრინის ფინანსურმა დახმარებამ 10 წელიწადში 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

21 მაისს ამაღლებაა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
მთავარი

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

„ბოლო ზარის“ კოლონა ავარიაში მოჰყვა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

 გორის მუნიციპალიტეტში მშობლების მანქანა დაიმტვრა. ​ ტყვიავი-ძევერის საავტომობილო გზაზე, „ბოლო ზარის“ აღსანიშნავად მოძრავი ავტომანქანების კოლონა ავტოავარიაში მოჰყვა. ​„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც ერთმანეთს...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა დაგიჯდებათ თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. კომპანიის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 23:10-ზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41-ზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21:00-ზე გავა...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად, მოგლეჯილია საპატრიარქოს ჭიშკარი და შლაგბაუმი. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყარო:...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოვლინდა
მთავარი

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"