ლეონ ჭელიძე კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის გამარჯვებულია
10 წლის ქართველმა მრბოლელმა ლეონ ჭელიძემ კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენმა რბოლა მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილი იტალიელ სპორტსმენს ერგო, მესამე კი ესტონელმა მრბოლელმა დაიკავა.
იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა მრბოლელმა ამ გამარჯვებით 50 ქულა მოიპოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობასა და სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან, რათა ქართველმა მრბოლელებმა შეძლონ მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.