ქუთაისში გუშინ დაპირისპირების დროს დაკავებულები გაათავისუფლებს. დაკავებულებიდან ნაწილს ჯარიმა შეეფარდა, ნაწილის პროცესი გადავადდა.
ქუთაისის სასამართლომ მანუჩარ ფიფია 1500 ლარით დაჯაარიმა, მიხეილ ღვინეფაძე 1200 ლარით, გიორგი თათარაშვილი კი 2000 ლარით.
ბექა პაპუაშვილის, ნიკა ნარსიას და გიორგი მუმლაძის პროცესი 23 თებერვალს გადაიდო. პროცესს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე უძღვებოდა.
მათი თქმით, ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, რადგან სამართალდამცველებმა მერის კრიტიკა ვერ აიტანეს.
ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის შეუძლოდ იყო, გადაიყვანეს სავაადმყოფოში, თუმცა მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა იზოლატორში დააბრუნეს.