LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა – სახალხო დამცველი

დაპოსტა 2024/11/01-ში
45
ნახვა
გაზიარება

ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა  განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მას ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ პირადობის მოწმობები იძულებით ჩამოართვეს.

„მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა.

საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“,- განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პროცედურული დარღვევები “რა თქმა უნდა, იყო”.

„არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა. მართლა მელანმა გამოჟონა, ოღონდ ეს არის დიდ კონტექსტში შესაფასებელი, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას, რომ მიხვედი, იყო თუ არა შენი ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი, თუ ამ ნების გამოვლენაზე ვინმე ახდენდა გავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანაა დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა იყო. ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა ამდენი საჩივარი რაზეა დაწერილი? რა თქმა უნდა, ეს დარღვევები იყო. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავი დარღვევაზეა საუბარი“,- განაცხადა იოსელიანმა.

 

იოსელიანი განმარტებით, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის ილაპარაკოს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.

მისივე თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტს, ყველა დანაშაულის შესაძლო ფაქტზე აქვს პასუხი.

„გასაგებია, ოპოზიცია რას ითხოვს. ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ასეთი მოთხოვნები ჰქონდეს, ოღონდ ყველა მოთხოვნა გამაგრებული უნდა იყოს, რაღაც მტკიცებულებით. როდესაც 3111 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიწერა, სადაც ყველაზე ოქმზე ხელს აწერს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მხოლოდ 9 უბანზეა დაწერილი განსხვავებული აზრი. დაახლოებით 47 ათასი დამკვირვებელი იყო, თუ ყველა მოისყიდეს, თუ არავინ არაფერი დაწერა, თუ ბიულეტენის გაჟონვის ფაქტზე 7 განცხადება დაიწერა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ასე მოხდა…

დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო რაც პირდაპირ ეთერშიც ვიხილეთ. დარღვევები კი არა დანაშაულის ფაქტებიც იყო. ყველა ამ საკითხზე, ყველა დანაშაულის შესაძლო ფაქტზე, ჩვენ გვაქვს პასუხი. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ჩვენ რას ვაკეთებდით ამ პერიოდში. თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ სახალხო დამცველი გამოვა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე ილაპარაკებს, როდესაც მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და თუ ვინმე ვინმეს დააჯერებს, რომ ეს სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს, ეს არის ტყუილი. ეს არ გაუკეთებია, არც ერთ სახალხო დამცველს და ამას ვერც ერთი სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს“,- განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

როგორია თელავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა

ოქტომბერი 9, 2025
71
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 70 წლის კაცს სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რთულია. მამაკაცი წარმოშობით...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო ჩვენს ქვეყანაში”- გია ვოლსკი

ოქტომბერი 9, 2025
12
მთავარი

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის...

დაწვრილებითDetails

ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ოქტომბერი 9, 2025
20
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მოულოდნელი ცვლილებები ელოდება

ოქტომბერი 9, 2025
23
მთავარი

2025 წლის დასასრული ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. წლის ბოლოს პლანეტების გავლენა ცვლილებების ძლიერ ნაკადს გამოიწვევს. ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა ბევრ ადამიანს კომუნიკაციის განახლებისაკენ მოუწოდებს. პლანეტა პლუტონი მოძველებულ საქმეებსა და...

დაწვრილებითDetails

3 ნოემბრამდე ზოდიაქოს 6 ნიშნანს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელის

ოქტომბერი 9, 2025
37
მთავარი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძლიერი ენერგეტიკული ცვლილებების ცენტრში ვართ. ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებს კი 2025 წლის ნოემბრამდე მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდება. პლანეტა მარსი, რომელიც ადამიანების მიზანსწრაფვასა და ამბიციებს მართავს, 22...

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

ოქტომბერი 9, 2025
340
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრის საღამოდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა

ოქტომბერი 9, 2025
99
მთავარი

ძალადობის საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში.  ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალი კლინიკაში თავად მივიდა და ექიმებს განუცხადა, რომ ქმარმა...

დაწვრილებითDetails

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს

ოქტომბერი 9, 2025
87
მთავარი

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს. PAP-ის...

დაწვრილებითDetails

სიახლე ქუთაისის აეროპორტში

ოქტომბერი 9, 2025
388
მთავარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „ვენეცია...

დაწვრილებითDetails

ავარიას თელავში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 9, 2025
306
მთავარი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტშიავარია სოფელ წინანდალში მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».