ჰონგ-კონგის ცათამბჯენში ხანძრის გაჩნდა.
შენობაში 300-მდე ადამიანი ჩარჩა და დაახლოებით, 12 ადამიანი დაშავდა. Associated Press ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დილიდან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში, Causeway Bay-ის რაიონში გაჩნდა.
38 სართულიან შენობაში განთავსებულია როგორც მაღაზიები, ასევე საოფისე ცენტრები.
აღსანიშნავია, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეები ახლა შენობის ქვედა სართულებზე ჩარჩენილ ადამიანებთან მისასვლელად კიბეებს იყენებენ. ასევე, სამასამდე ადამიანი შენობის ზედა სართულებზე იყო ჩარჩენილი.
გავრცელებული ცნობით, სულ მცირე ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და ექიმები მუშაობენ. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებიც გამოიყენეს.










