IBM ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ჰანტინგტონის დაავადება, შესაძლოა, ჯერ კიდევ იქამდე დაადგინოს, სანამ სიმპტომები თავს იჩენს და დაავადება პროგრესირებას დაიწყებს. ჰანტინგტონის დაავადება თანდაყოლილ თაავადებათა კატეგორიას განეკუთვნება. ის იწვევს ტვინის ნერვული უჯრედების პროგრესულ დეგენერაციას, რაც თავის მხრივ, ვლინდება მოძრაობით, კოგნიტიურ და ფსიქიატრიულ დარღვევებში. ჰანტინგტონის დაავადების სიმპტომები ძირითადად თავს იჩენს 30-50 წლის ასაკში, მაგრამ დაავადება შეიძლება უფრო ადრეც განვითარდეს.
IBM თანამშრომლობს CHDI-ის ფონდთან, რომელიც სწორედ ამ დაავადებასთან გასამკლავებლად და პაციენტების დასახმარებლად ჩამოყალიბდა. ხელოვნური ინტელექტის მოდელი წინასწარ განსაზღვრავს მიახლოებით ასაკს, როცა ადამიანის ორგანიზმში ცვლილებები დაიწყება და პაციენტისათვის სიმპტომები შესამჩნევ გახდება. ალგორითმი ასევე ადგენს, დაახლოებით რა ტემპით პროგრესირდება დაავადება. ხელოვნური ინტეელქტი ამ ინფორმაციას ტვინის სიგნალების სკანირების საფუძველზე განსაზღვრავს. როგორც CHDI-ის ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დაავადების სიმპტიომების წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვანია – ის არამხოლოდ ადრეულ და ეფექტურ მკურნალობას შეუწყობს ხელს, არამედ პაციენტებს დაეხმარება ცვლილებებისათვის წინასწარ შეემზადონ.
popx.ge