ისრაელმა განაახლა 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ტერორისტების თავდასხმას დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა
აქამდე არსებული მონაცემებით, ჰამასის მსხვერპლად 1 400-მდე ადამიანი იყო მიჩნეული.
სამინისტროს დაღუპულთა რაოდენობის შემცირების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლიორ ჰაიათმა ისრაელურ გამოცემა the Times Of Israel-ს უთხრა, რომ ცდომილება დამწვარი ცხედრების არასწორად იდენტიფიცირებამ გამოიწვია. მისივე თქმით, ზოგიერთი გვამი ჰამასის ტერორისტების აღმოჩნდა.
ჰაიათმა ასევე აღნიშნა, რომ დაღუპულთა შესახებ არსებული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ყველა ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არაა.










