ჰაკერების მთავარმა საერთაშორისო ქსელმა Anonymous-მა რუსეთს ომი გამოუცხადა.
დაჯგუფების განცხადებით, მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს.
Anonymous-ი იუწყება, რომ რუსები კიევის ფართომასშტაბიან დაბომბვას ამზადებენ.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები ამზადებენ უკრაინის დედაქალაქის ფართომასშტაბიან დაბომბვას“, – ნათქვამია Anonymous-ის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.
უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს










