გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
„ოთხი ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მძიმედ დაშავებულია. ამჟამად საფრთხე არ არსებობს. თავდამსხმელი მკვდარია. სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სტუდენტი იყო










