LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯერ სწავლაში ვუშლიდი ხელს, მერე გათხოვებაში – რას წერს დედაზე ცისნამი საყვარლიშვილი მამასთან შეხვედრის შემდეგ

ჯერ სწავლაში ვუშლიდი ხელს, მერე გათხოვებაში – რას წერს დედაზე ცისნამი საყვარლიშვილი მამასთან შეხვედრის შემდეგ

დაპოსტა 2025/01/03-ში
A A
229
ნახვა
გაზიარება

ამერიკიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი პირველად შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას. ცისანმის გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ქართველი ემიგრანტი წლების განმავლობაში ეძებდა ბიოლოგიურ დედას, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დედამ ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა. ამ იმედგაცრუების შესახებ ცისნამიმ არაერთი გულახდილი პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში. ამჯერად, ის მამასთან შეხვედრის შესახებ წერს, რომელმაც დედისგან განსხვავებით მის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატა.

„წლები ვოცნებობდი შენზე. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავ როგორია, ნეტავ ვის ვგევარ, ნეტავ არ ვაინტერესებ?

აი, თურმე როგორი ყოფილხარ მამა: ლამაზი, კეთილი, წითელლოყება, გულჩვილი, მოსიყვარულე და ჩემსავით მტირალა. რასაც ვხედავ სულ ტირიხარ. იმ დიდ სიყვარულს მისტირიხარ რომელიც არ შედგა. სულ შენი ნანა გელანდება ყველგან. როგორ ტკბილად იხსნებ წარსულის ამბავს. თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთი და როგორი ჯიუტი ყოფილა დედაჩემი რომ ცოლად არ გამოგყვა. ორჯერ მოვიტაცე და ორჯერვე არ დარჩაო. სასწაული ამბავია რა. არადა ზუსტად ვიცი რომ მასაც უყვარდა და დედამისის, აგრაფინას შიშით მამას ცოლად არ გაყვა. როდემდე ელოდა მამას მისთვის. ასე უთქვამს ნანა თუ ცოლად არ გამომყვები, სხვას მოვიყვანო და მასეც გააკეთა. ამ დროს უკვე მე ნანას მუცელში ვიყავუ და მან ამის შესახებ ძალიან გვიან გაიგო. მგონი ისიც რამდენს ტიროდა. ამიტომ ვარ მეც ასეთი მტირილა. ერთი გადაბრუნებული სიტყვა რომ მითხრათ, ეგრევე ცრემლები მომდის და ვტირივარ.

ოხ, დედა, დედა, როგორი ჯიუტი და თავნება ყოფილხარ.

საოცრება ისაა რომ ცოლად არ გაყვა, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა.

ნუთუ ერთხელ არ გაგიჩნდა სურვილი რომ შვილი მოგეძებნა? არა, უნდა გავთხოვდე, შვილი გათხოვებაში შემიშლის ხელსაო. შვილიანს ცოლად არავინ წამიყვანსო. ჯერ სწავლაში ვუშლიდი ხელს, მერე გათხოვებაში. მისთვის მხოლოდ წინააღმდეგობა ვიყავი.

მამაჩემს რატომ ცოლად არ გაყევი დედა? ამდენ

ცრემლს და დარდს ხომ ამარიდებდი?!

რატომ ერთხელ არ გაინტერესებდა ჩემი ბედი? სად ვიყავი? როგორ ვცხოვრობდი? რითი ვარსებობდი?

ჩემს შვილზე ფიქრში ვათენებ დღეს და ღამეს!

რატომ არ გაყევი ცოლად შენს ლამაზ ბადრის? განა კი ნახე მასზე ლამაზი?!

მამა, ისევ შენ დაგიბრუნდები. მადლობა რომ

მიმიღე, მადლობა რომ ჩამიხუტე, მადლობა რომ შენი სახლის კარები ჩემთვის გააღე.

მადლობა მამა.

მოდი ერთმანეთს დავპირდეთ რომ აღარ ვიტირებთ.

მიყვარხარ მამა. ძალიან ადვილია შენი შეყვარება.

მ ა მ ა!“

გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 1-ელ მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს...

დაწვრილებითDetails

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – რუსეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობით და სწრაფი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ გაფრთხილდით, სიჩქარემ შეცდომები არ გამოიწვიოს. კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დიდი ხარჯები დროებით გადადოთ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"