“ჯერ კიდევ ეტყობა ასფალტს შენი დახატული გულები და დაწერილი სახელები … “
წერს ანამარიას ახლობელი:
“სიცოცხლე სიკვდილამდე…
უცნაურია,მაგრამ მახსოვს მამიკოს გავყევი…შინდისფერ ნივაში ვისხედით,ქარი ოდნავ მირხევდა კაბას.ცალი ხელით,ჩემს დას ვუსწორებდი სახეზე ჩამოშლილ თმებს…უცებ რაღაც საშინელი ხმა მომესმა….
… ჯერ პირველი… მერე მეორე…. მერე მესამე სასწრაფო…მეოთხე სადაა? ჩემი კუთვნილი მეოთხე სადაა?! რატომ ქრება ყველაფერი???
…რატომ ქრება ყველაფერი?! ზუსტად მახსოვს გუშინ ფეხზე ვიდექი, ჩემი საყვარელი ქუჩის ასფალტზე ბევრი გული დავხატე. გულები დავხატე და დიდი ასოებით ჩავაწერე ,, ა ნ ა” და ,, თ ე კ ლ ა” …
ახლა კი გაუნძრევლად ვწევარ, მართალია სხეულში არ ვარ, მაგრამ უსხეულოდაც ვგრძნობ, რომ ვწევარ და ჩუმი სიცივე დამკრავს , გაფითრებული ვარ და თვალებს ვერ ვახელ ….თავს შევიწროვებულად ვგრძნობ. არაფერი მესმის, მაგრამ ტირილს ვგრძნობ , ნელ-ნელა ყველაფერი მკრთალდება და უფერულდება …ჩემი დაიკოს პატარა გული ჩქარა ძგერს.რატომ ტირის? უჩემობის ეშინია?…
ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, ირგვლივ ყველას შავი აცვია…
მე ნაბიჯიც ვერ გადავდგი ისე გადამიშვეს უფსკრულში, გადამჩეხეს , მინდოდა ფრთები გამეშალა, მაგრამ ისინი ზედმეტად დასუსტებულნი იყვნენ ამისთვის ! ვგრძნობ ნაცრისფერი სისხლი მიჩქეფდა ……………………..
უცნაურია არა?! …შინდისფერ ნივაში ვისხედით…უცებ რაღაც საშინელი ხმა მომესმა….
რა უცნაურია, მე გუშინ მოვკვდი… დილით,გათეთრდა ცა და ქუჩის ბოლოს აყეფდა ძაღლი…
ანამარია
ახლა 03:56 წუთია….
ვერ ვიძინებ….
თავში ამერია ყველაფერი…
ალბათ რას გრძნობდი , ან იგრძენი რამე?!
გიძღვნი, სულით და გულით… მეტი არაფერი
შემიძლია, მხოლოდ ამ სიტყვებს გიწერ…მშვიდად იძინე “