როგორც ირკვევა ქუთაისისკენ მიმავალ შინდისფერ “ნივას” მოულოდნელად უკნიდან თეთრი ფერის “მერსედესის” მარკის ავტომობილი იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ მანქანა გზიდან გადააგდო და ძალიან დააზიანა.
სამწუხაროდ, ამ ავტოსაგზაო შემთხვევას “ნივაში” მყოფი 12 წლის მოზარდის, ანამარია ბაბუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე დაშავებულია, მისი ოჯახის სამი წევრი – მამა, ბებო და მისი პატარა და. როგორც ამბობენ, უკიდურესად მძიმეა ბავშვის მამის მდგომარეობა, რომელიც საჭესთან იჯდა.
დაშავებულების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე და სიმთვრალე სახელდება.