ქართველი ჯარისკაცი, ზაურ კომახიძე რომელიც ავღანეთში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ კომახიძე დაშავდა.










