LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორანივირუსის წინააღმდეგ მიმართული პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს ხელმისაწვდომი

ჯანმოს – კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია

დაპოსტა 2020/05/07-ში
A A
83
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპებს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ , – ამის შესახებ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კორონავირუსით ინფიცირების 3.5 მილიონზე მეტი შემთხვევისა და 250 000-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ შეატყობინეს ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. აპრილის დასაწყისიდან, ყოველ დღე ორგანიზაციას ინფიცირების 80 000 ახალი შემთხვევის შესახებ ატყობინებენ. თუმცა ეს უბრალოდ რიცხვები არ არის. თითოეული შემთხვევა არის დედა, მამა, შვილი, და, ძმა და მეგობარი. დასავლეთ ევროპაში შემთხვევების რიცხვი მცირდება, მაგრამ ახალი ინფიცირებულების შესახებ ყოველ დღე ინფორმაციას ვიღებთ აღმოსავლეთ ევროპიდან, აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ამერიკიდან. ყველა რეგიონს და ქვეყანას შესაბამისი მიდგომა სჭირდება. პანდემიის გავლენა ბევრად სცდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემებს. მსოფლიოს გარშემო, პანდემიამ გამოიწვია აუცილებელი ჯანდაცვითი სერვისების ჩამოშლა… კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ“, – განაცხადა მან.

WHO-ს ლიდერის თქმით, პანდემიამ გამოკვეთა ძლიერი ეროვნული ჯანდაცვითი სისტემის მნიშვნელობა, რაც გლობალური ჯანდაცვითი უსაფრთხოების საფუძველია.

„ძლიერი და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა საუკეთესი თავდაცვაა არა მხოლოდ ეპიდემიებისა და პანდემიების წინააღმდეგ, არამედ, მრავალი სხვა ჯანდაცვითი საფრთხეების წინააღმდეგაც, რომლის წინაშეც ხალხი ყოველ დღე დგას. დღევანდელი ტენდენციით კი, 2030 წლისთვის 5 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის მნიშვნელოვან ჯანდაცვით სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება, მათ შორის მედპერსონალის ნახვის, წამლის მიღებისა და საავადმყოფოებში უწყვეტი წყლის მიწოდების შესაძლებლობები. ასეთი პრობლემები არა მხოლოდ ერთეულების, ოჯახებისა და დასახლებების ჯანდაცვას უთხრის ძირს, ის ასევე რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მან მომავალში, პრევენციული ზომების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საუკეთესო ინვესტიცია დაავადების პრევენციაა ჯანდაცვის საწყის ეტაპზე, რაც გადაარჩენს ადამიანებს და დაზოგავს თანხებს. პრევენცია არა მხოლოდ უკეთესია მკურნალობაზე, არამედ ის უფრო იაფი და ჭკვიანურია. ჩვენ ვმუშაობთ ამ პანდემიასთან გამკლავებისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ შემდეგისთვის მოსამზადებლად. ახლა გვაქვს შესაძლებლობა საფუძველი გავუმყაროთ მოქნილ ჯანდაცვით სისტემას მთელს მსოფლიოში, რაც ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყო. თუკი ჩვენ რამე ვისწავლეთ COVID-19-ისგან არის ის, რომ ახლა ჯანდაცვაში ინვესტიცია მოგვიანებით სიცოცხლეებს გადაარჩენს. ისტორია ჩვენ ყველას განგვსჯის არა მხოლოდ იმით, გავუმკლავდით თუ არა ამ პანდემიას, არამედ იმითაც, რა გაკვეთილი ვისწავლეთ და რა მოქმედებები განვახორციელეთ, როცა ის მორჩა. ამ პანდემიის წამალი არის ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა. ჩვენ, ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“ ,- აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"