“რაც უფრო მეტი ნათლული გყავს პასუხისმგებლობა მეტია. შეიძლება ადამიანს საერთოდ არ ჰყავდეს ნათლული და უფრო ცხონდეს , თუნდაც ის ვისაც ნათლულები ჰყავს და საერთოდ ვერ მიხედავს ამ პასუხისმგებლობას. ბევრი საეკლესიო სწავლება სამწუხაროდ ობიექტური თუ სუბიქტური მიზეზების გამო დამახინჯებულად არის ხალხში გავრცელებული. ძალიან უცნაურია კიდე ბევრი ნათლულის ყოლა , ვიცი მე ადამიანები 100-მდე ნათლული ჰყავს, ვერ ვხვდები ამის დანიშნულებას. თვითონ ეს ადამიანი არ ირჩევს ამას, იმ ადამიანს ეტყობა მაღალი სოციალური მდგომარეობა უჭირავს , ცოტა მდიდარია მოდი ვთქვათ პირდაპირ და თავის დროზე ამ მოტივებით არის არჩეული. რამდენად გაამართლა ამ კუთხითაც კი იმ ნათლულების ოჯახებმა იციან”-ამის შესახებ ისტორიის დოქტორმა და თეოლოგმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” სტუმრობისას განაცხადა.
8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...










