LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან”- ყაველაშვილი

დაპოსტა 2026/02/12-ში
11
ნახვა
გაზიარება

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ამ სიმართლის თქმას ითხოვს საქართველო ევროპელი ბიუროკრატებისგანაც.

„ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ევროპულ ბიუროკრატიას არ მივცემ ჩემი სახელით საუბრის უფლებას, საქართველოს არ აქვს ურთიერთობები მოსკოვთან და აბრალებენ პრორუსულობას, ამას ვერ ვიგებ“.

ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა”- ეკა კუპატაძე

თებერვალი 12, 2026
0
მთავარი

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ და ირმა ჭკა­დუ­ამ. ამის შე­სა­ხებ ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “თქვე­ნი შიში და სი­ჩუ­მე, მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს!!! მო­ძა­ლა­დე...

დაწვრილებითDetails

განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას

თებერვალი 12, 2026
71
მთავარი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს...

დაწვრილებითDetails

ლოცვა , რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 12, 2026
150
მთავარი

დღეს წმინდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეა. ტროპარი ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს...

დაწვრილებითDetails

“ყველას ნახვა მიხარია, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ციხეში ადამიანები კიდევ რჩებიან” – ნიკა გვარამია

თებერვალი 12, 2026
30
მთავარი

ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ციხეში „საკუთარი...

დაწვრილებითDetails

ხონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

თებერვალი 12, 2026
94
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
1.7k
მთავარი

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში ჩამოიშალა კლდის ფერდი. გადაიკეტა გზის აღნიშნული მონაკვეთი. 11 თებერვალს, გვიან ღამით, ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში , ქვათაცვენის პროცესების...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
431
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყურავა. დეკანოზი თეიმურაზი დაიკრძალება შაბათს, 14 თებერვალს ამავე ტაძრის ეზოში....

დაწვრილებითDetails

ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა

თებერვალი 12, 2026
48
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თებერვალი 12, 2026
26
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე,...

დაწვრილებითDetails

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 12, 2026
455
მთავარი

ვერძი მატულობს იღბლიანობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, ყველა შანსი გაქვთ, წარმატებისთვის. დაისვენეთ აქტიურად. კურო რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ სხვებთან წვრილმან საკითხებზე შეთანხმება, შეეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ ნებისმიერ ადამიანზე....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».