11 თებერვალს, გვიან ღამით, ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში , ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, ჩამოიშალა კლდის ფერდი.საშიშროების დონიდან გამომდინარე , საპატრულო პოლიციის მიერ გადაიკეტა გზის აღნიშნული მონაკვეთი. მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია ალტერნატიული გზებით.გზის ამ მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, დაიწყება გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მერიის შესაბამის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობა. – ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა
ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული გახდა. ETF New Learning...










