ხონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ ხანძარი მეორე საშუალო სკოლასთან, ბახტაძია ქუჩაზე მდებარე სახლს გაუჩნდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“მეგა ტვ” დეტალებს არკვევს.