LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენ ლარს შეადგენს საქართველოს მთავრობის ვალი 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით

სესხის აღების წესები იცვლება

დაპოსტა 2025/01/02-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება

დღეიდან, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მოქალაქეთა ნაწილისთვის სესხის აღებისას, ცვლილებები ამოქმედდება. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” წერს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. შესაბამისად, ამ მოცულობის სესხს ეს ადამიანები დღეიდან, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მაცნეზე ნათია თურნავას ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

„სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 ათას ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.

თუმცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:

  • სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 500 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;
  • სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;
  • სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;
  • სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხის/საბანკო კრედიტის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული სესხის/საბანკო კრედიტის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტაში არსებული შემოსავლით;
  • ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/საბანკო კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან/საბანკო კრედიტთან დაკავშირებული სხვა ხარჯი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მსგავსი გადაწყვეტილება 2024 წელს ერთხელ უკვე მიიღო. კერძოდ, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში.

გაზიარება416

დაკავშირებული -პოსტები

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 1-ელ მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს...

დაწვრილებითDetails

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – რუსეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობით და სწრაფი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ გაფრთხილდით, სიჩქარემ შეცდომები არ გამოიწვიოს. კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დიდი ხარჯები დროებით გადადოთ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"