ხონში კორონავირუსის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 2 გამოჯანმრთელდა, 45 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ განუცხადა.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა 32 ინფიცირებულიდან ძირითადი ნაწილი ქუთაისში ცხოვს და მათ რეგისტრაცია აქვთ ხონში.
“ვირუსი დაფიქსირებულია გოჩა-ჯიხაიში, ნახახულევში და ერთი ქალაქის მაცხოვრებელი იყო.
ნახახულებში მამაოსა და მისი ოჯახის წევრებს დაუდგინდა კოვიდ19. მამაოს მრევლთან შეხება არ ჰქონდა ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია, მას კონტაქტი ჰქონდა ინციფირებულ პირთან.
რაც შეეხება გოჩა-ჯიხაიშსს აქ სტუმარი იყო ბათუმიდან ჩამოსული, საიდანაც მოხდა ოჯახის ინფიცირება.
ხონში კოვიდ19 ენერგო-პროს წარმომადგენელს დაუდგინა და მას ვირუსი კოლეგისგან გადაედო.
მოქალაქეებს მივმართავ, მკაცრად დავიცვათ წესები, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელები.
საპანიკო არაფერია, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.” – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.










