2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხონის მერობის კანდიდატებს შორის ლადო ჯურხაძემ გაიმარჯვა.
ხონის მერობაზე კენჭს სულ 2 კანდიდატი იყრიდა: ზურაბ ჯიბუხაია (ევროპული საქართველო) და ლადო ჯურხაძე (ქართული ოცნება)
ხმების 60% ზე მეტი ლადო ჯურხაძემ მიიღო.
აღსანიშნავია რომ მისი წინასაარჩევნო რიტორიკა დაცლილი იყო სიძულვილის ლექსიკისაგან. მეტოქის შეფასების დროს ხშირად ამბობდა, რომ მას ღირსეული მოწინააღმდეგე ჰყავდა.










