ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლი და საბავშვო ბაღი გაიხსნა. შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულეს.
კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
ხონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ერთ-ერთი პირველია იმ 10 საბავშვო ბაღს შორის, რომლებიც პროექტის ფარგლებში, დევნილთა დასახლებების მიმდებარედ რეაბილიტირდება და აშენდება.