ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრების შემდეგ ქალთა ეროვნული გუნდის წევრიც გაემგზავრა.
მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით დურესში მარიამ მურღვლიანი (81 კგ.) იასპარეზებს. -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონატის ფიცარნაგზე 31 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე გამოვა.