“დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს რომ დღეს ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი ჩვენი. ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინც იცავს ჩვენ სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი. ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები, ხომ ვიცით, ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში. ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ, ხომ ვიცით, ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ ვინ მოთვლის და რა დათვლის რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი, ჩვენი მომავალია, უალტერნატივო მომავალი” – სალომე ზურაბიშვილი
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










