LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხმელთაშუა ზღვის გამაგრილებელი ეფექტი აღარ მუშაობს – ანომალიური სიცხის გავლენები ევროპაზე

ხმელთაშუა ზღვის გამაგრილებელი ეფექტი აღარ მუშაობს – ანომალიური სიცხის გავლენები ევროპაზე

დაპოსტა 2023/07/20-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

ევროპა გაუსაძლის სიცხეებს ებრძვის. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ამ დღეებში იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა. იტალიაში, ბარისა და კატანიას პროვინციებში ჰაერი 50 გრადუსამდე გათბა, სიცილიასა და სარდინიაზე კი რეკორდული +45 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ მომავალი კვირა შესაძლოა, უფრო ცხელი იყოს.

ექსტრემალური ტემპერატურა ხშირად იწვევს ტყის ხანძარს. მაგალითად, კანარის კუნძულებზე დიდი ხანძრის კერებს კვლავ ებრძვიან, ხოლო ყველაზე რთული მდგომარეობა საბერძნეთშია: ტყეები იქ ატიკას რეგიონსა და კუნძულ როდოსზე იწვის.

„ხმელთაშუა ზღვის გამაგრილებელი ეფექტი აღარ მუშაობს. ზღვა ცხელ აბაზანად იქცა: მოსალოდნელია, რომ წყლის ტემპერატურამ ზოგ ადგილებზე 30°C-ს გადააჭარბოს, რაც ნორმას 4 გრადუსით აღემატება“, – აცხადებენ მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგნოზების მიხედვით, ივლისში ხმელთაშუა ზღვაში მოიხსნება პან-ევროპული ტემპერატურის რეკორდი, რომელიც 2021 წლის აგვისტოში დაფიქსირდა სიცილიაში (+48,8 ° C).

ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრმა განგაშის წითელი დონე გამოაქვეყნა იტალიის უმეტეს ნაწილზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ხორვატიაში, სერბეთში, სამხრეთ ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში.

ანომალიური სიცხის გამო, იცვლება ტურისტული რუკაც.

„ტურისტები ეძებენ უფრო გრილ ადგილს და, შესაბამისად, იზრდება ინტერესი ისეთი მიმართულებების მიმართ, როგორიცაა ჩეხეთი, დანია, ირლანდია და ბულგარეთი. ჩვენ ველით, რომ არაპროგნოზირებადი ამინდის პირობები მომავალში უფრო დიდ გავლენას მოახდენს ევროპაში მოგზაურთა არჩევანზე“, – განუცხადა ევროპული ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა (ETC) მიგელ სანზმა ჟურნალისტებს.

სიცხის გამო ისინი აუქმებენ მოგზაურობებს.

იტალიური მედიის ცნობით, ივლისში არანორმალური სიცხის გამო მხოლოდ რომის სასტუმროებში ჯავშნების გაუქმების წილმა 20%-ს მიაღწია. იტალიის გარემოს დაცვის სამინისტრომ თავის პროგნოზში განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტები მომავალში მეტს იმოგზაურებენ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც ზაფხულში იტალიის კურორტებს განტვირთავს.

ეროვნული ტურისტული ასოციაციის Exceltur-ის ანგარიშის თანახმად, ესპანეთში დასვენებაზე დიდი მოთხოვნაა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო რაიონებში, სადაც ტემპერატურა უფრო დაბალია.

„ხმელთაშუა ზღვა, სავარაუდოდ, ნაკლებად მიმზიდველი გახდება ტურიზმისთვის“, – ამბობენ კლიმატის ცვლილების ექსპერტები თავიანთ უახლეს ანგარიშში.

ETC-ის ინფორმაციით, ევროპაში სიცხე სასტუმროებისა და ტუროპერატორების საფასო პოლიტიკის გადახედვას გამოიწვევს. მინიმუმ, აგვისტოს ფასები, რომელიც ტრადიციულად “მოთხოვნად სეზონად” ითვლება, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ზაფხულის პირველ ნახევარში ჩვეულებრივ შემოთავაზებული ფასებისგან.

ექსპერტები ასევე პროგნოზირებენ ტრადიციული სეზონის გაზრდას სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე: მაისი-სექტემბრის ნაცვლად, ეს იქნება აპრილი-ნოემბრის დასაწყისი.

ETC-ის თანახმად, უკვე 2024 წლის ზაფხულის სეზონზე, ევროპის კურორტებზე ზოგიერთი სასტუმრო ჩვეულებრივზე ადრე გაიხსნება. მაგალითად, ბრიტანელმა ტუროპერატორებმა განაცხადეს, რომ მომავალ წელს საზაფხულო პროგრამებს საბერძნეთის კუნძულებზე – როდოსსა და კრეტაზე მარტის ბოლოს დაიწყებენ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დაასახელდა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ისგან ასაღები თანხა შეუმცირდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს....

დაწვრილებითDetails

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
მთავარი

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 7.3 მილიონ ადამიანს აქვს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და...

დაწვრილებითDetails

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
მთავარი

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა. მისი თქმით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტებს 250-ად­გი­ლი­ან პარ­ლა­მენ­ტში...

დაწვრილებითDetails

რუსეთში აშშ-ს საელჩომ შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რუსეთში აშშ-ს საელჩომ შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა
მთავარი

რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა. "აშშ-ს საელჩოსთვის ირკუტსკის ოლქის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შედეგად ერთი პირის გარდაცვალების, აგრეთვე ირკუტსკში მასთან...

დაწვრილებითDetails

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი – რუსეთისგან დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვეთ მძიმე პნევმონიის მიზეზის გასარკვევად

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ჯანმო ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჯანმო-მ რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა მძიმე პნევმონიის მიზეზისა და პათოგენის გასარკვევად. „ჯანმო რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან კონტაქტს ინარჩუნებს და ტექნიკურ...

დაწვრილებითDetails

ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ
მთავარი

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის განცხადებით, flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი flydubai-ს რეისზე...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გემის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა. აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს შესაძლოა ღრმა ზღვაში აღმოჩენილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს. გემი...

დაწვრილებითDetails

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. 
მთავარი

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები...

დაწვრილებითDetails

ჯო უილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა – ჯო უილსონი
მთავარი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"