ხმელთაშუა ზღვაში, მაშველებმა 394 მიგრანტი გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავებზე ადამიანების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი იყო, რის გამოც მათ დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდათ.
მიგრანტების გადარჩენაში გერმანული და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების სამაშველო ნავები Sea-Watch 3 და Ocean Viking მონაწილეობდნენ.
ნავებმა მიგრანტები ტუნისის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩაღწევა და თავშესაფრის მიღება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ევროპაში შესვლის მსურველთა ზრდის მიზეზი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.










