ხვალ ქუთაისელი პოეტის ნიკა კვესელავას ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება.
ონლაინ საღამო ფეისბუკზე ჯგუფში ”რჩეული” საღამოს 10 საათზე დაიწყება.
პოეტები გურო როყვა, გოჩა ახალაია, დავით ფიფია, დათო ქარჩავა, თემურ ელიავა, პაატა რატია, გიორგი გულუა, გიორგი ჯიმშელეიშვილი, ჯანო შენგელია, სულხან წულუკიძე, ლევან კესიდი, პაპუნა გიორგაძე ნიკა კვესელავას ლექსებს წაიკითხავენ.
პოეტი 29 წლის ასაკში 2020 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით სიკვდილის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა..