LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა უქმდება – „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღეს

დაპოსტა 2019/10/18-ში
160
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო

ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური მართვის საფუძველი გახდება.

კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.

სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას.
ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება.

ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.

თეგები: ტყეტყის კოდექსი
გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა – სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მერს მიმართავს

თებერვალი 20, 2026
220
მთავარი

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილ "საგუბერნიო ციხეში" დემონტაჟის პროცესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ერემეიშვილს მიმართავს. გთავაზობთ ტექსტს სრულად რომელიც თვითმმართველობის კანცელარიაში უკვე ჩაბარდა. "მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

თებერვალი 20, 2026
1.2k
მთავარი

„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც ფასების ზედა ზღვარია დაწესებული, ასობით წამალი დაემატა. „ბიზნესპრესნიუსი“  იმ მედიკამენტების ნაწილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზეც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – სტატისტიკა

თებერვალი 20, 2026
73
@?FFKM.3
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე...

დაწვრილებითDetails

ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა – რას ამბმობს ივანე ჩხაიძე

თებერვალი 20, 2026
160
მთავარი

გრიპი აღარ არის დომინანტური - ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

“გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა”- რუსთავში კაცი მოკლეს

თებერვალი 20, 2026
249
მთავარი

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, ეზოში არსებულ ფანჩატურში ფიზიკური დაპირისპირება 10-მდე ახალგაზრდა კაცს შორის სუფრიდან დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა 35 წლის კაცს დანით ჭრილობები მიაყენა.   დაშავებული...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

თებერვალი 20, 2026
290
მთავარი

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სოციალური მომსახურების სააგენტო" იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.   მიხეილ სარჯველაძის თქმით, უწყების მიზანია, რომ ბაზაში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 19, 2026
252
მთავარი

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო,...

დაწვრილებითDetails

რა იგეგმება ნიკეას ქუჩაზე

თებერვალი 19, 2026
366
default
მთავარი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები ადგილზე განიხილა - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი

თებერვალი 19, 2026
41
მთავარი

"ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი: „ძლიერი საქართველო - ლელო“ პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული საზოგადოების ნდობას და ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას. ჩვენი...

დაწვრილებითDetails

“გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტი არის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი”- სოზარ სუბარი

თებერვალი 19, 2026
155
მთავარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».