LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართველი ხალხისთვის ახლა მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ბაიდენის ადმინისტრაციის დემარში იყო სწორედ ამაზე პასუხი – სოზარ სუბარი

“გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტი არის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი”- სოზარ სუბარი

დაპოსტა 2026/02/19-ში
A A
173
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას,“ – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ არსებული მმართველობითი მოდელი დამატებით ბიუროკრატიულ და ფინანსურ ტვირთს ქმნის, რაც სისტემურ გადახედვას საჭიროებს.

“რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვას ქვეყანაში ახორციელებს რამდენიმე რგოლი. პირველი რგოლი არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი წესით არჩეულ მერებსა და საკრებულოებს. მეორე რგოლად შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ხელისუფლების რეგიონული წარმომადგენლობები. ამათ გარდა არის კიდევ ორი დამატებითი რგოლი, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის ფუნქციების დუბლირებას ახდენენ. ეს არის, ერთი მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციები სახელმწიფო რწმუნებულების სახით და მეორე – შარშან შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამინისტროს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარია – ამაში ვგულისხმობ არა მის მიერ განსახორციელებელი პროექტების, არამედ უშუალოდ სამინისტროს შენახვის ხარჯს. 13 მილიონ ლარს აღემატება სამხარეო ადმინისტრაციების შენახვის ხარჯი. ამას დავუმატოთ ავტომანქანები, შენობები, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და გასაგები გახდება, რაც უჯდება საქართველოს მოსახლეობას ეს დუბლირება. ფაქტია, რომ ან რეგიონული განვითარების სამინისტრო არის მეხუთე ბორბალი, ან – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და, შესაბამისად, რომელიმე მათგანი გასაუქმებელია.

დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, არსებობს ძლიერი თვითმმართველობა თავისი დამოუკიდებელი ბიუჯეტით და ვლაპარაკობთ მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ბუნებრივია, რომ ხალხის მიერ არჩეულ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერს, შესაბამისი დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც უნდა შეეძლოს. ბუნებრივია, პარალელურად უნდა ხდებოდეს კორუფციის ძალიან მკაცრი კონტროლი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას. შესაბამისად, ამ ორი რგოლიდან რომელიმე უნდა გაუქმდეს – ან სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო. ჩემი აზრით, ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში 12 საფლავი გაქურდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის პასუხი ცნობილია – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს; საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში  დარღვევა არ გამოვლინდა: სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.   შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სამსახურში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს....

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შესაძლებლობები ელის. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება და ხელსაყრელი შანსების გამოყენებას დროულად შეძლებს. თვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
მთავარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. აღნიშნული კურსი 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე შენარჩუნდება.

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"