ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა, მოჭრეს

767
ნახვა
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასწლოვანი ტიტა გახმა. ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა, მოჭრეს (ექსკლუზივი)

პირველი ხე, ასწლოვანი ტიტა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ციხისძირიდან გადაიტანეს გახმა-ამის შესახებ “გურიის მოამბეს” შეკვეთილიდან, ადგილობრივებმა აცნობეს.

ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, დენდროლოგიურ პარკში დასაქმებული ერთ-ერთი პირი. გამხმარი ხე, უკვე მოჭრეს-გვეუბნება ის.

“ხე ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გალიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი, პარკს ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს”-გვეუბნება ერთ-ერთი მუშა.

ის, რომ ასწლოვანი ხე ტიტა ვერ გადარჩა და მის მოჭრაზე იყო საუბარი, “გურიის მოამბეს” რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთიდანაც შეატყობინეს.

გუშინ საღამოს კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხე მოჭრეს.

ტიტა, პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში რამდენიმე დღე იმოგზაურა.

ასწლოვანი ტიტა  ციხისძირიდან გადმოიტანეს. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში  5 დღის განმავლობაში  იყო გაჩერებული. შეკვეთილის სანაპიროდან დენდროლოგიურ პარკამდე ბეტონის ფილების დასაგებად სამუშაოები ორი დღე მიმდინარეობდა. ტიტას ხე 650 ტონიანას იწონოდა.
საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა, როგორ გადაჰქონდათ ნავით ზღვაში უზარმაზარი ხე – ამის შესახებ BBC წერდა.

ის, რომ გურია -აჭარიდან პარკში გადატანილი ასლოვანი ხეების გადარჩენა სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ექსპერტებიც საუბრობდნენ.

ტიტას გარდა, ივანიშვილის კიდევ ერთი დენდროლოგიური მარცხი ასწლოვანი წიფელი იყო. რომელიც სოფელ ნატანებიდან გადატანის დროს შუაზე გადატყდა და შეშად იქცა.

“გურიის მოამბე”

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი, იყო რამდენიმეწამიანი ეპიზოდი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი – ეკა კუპატაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან....

დაწვრილებითDetails

“პროცესი საჯაროდ უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ ბრალდების უსაფუძვლობა დაინახოს” – ღარიბაშვილი

პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს...

დაწვრილებითDetails

“ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ უსამართლო მსჯავრი აიტანო”- პაატა მანჯგალაძე

მესმის, გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს უსამართლო მსჯავრი აიტანო , არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც შემოდგომის ბოლომდე დიდი ცვლილებები ელოდება

2026 წლის შემოდგომის ბოლო ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი გარდატეხის, ახალი გადაწყვეტილებებისა და პიროვნული ზრდის პერიოდად იქცეს. ზოგიერთს კარიერული წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების იმედი გაუჩნდება, ზოგიერთს კი მოუწევს, ძველ ჩვევებსა...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა” – ლუკა კურტანიძე

მაგ სისულელეს მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ კითხვას, „სჯერა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯარს ძარცვავდა“. როგორც...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამიერიდან, ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა. პროკურორ...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დაასახელდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს....

დაწვრილებითDetails

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო თორნიკე თოშხუა 5 000 ლართ დააჯარიმეს

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად გამოაცხადეს - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თორნიკე თოშხუა 5 000 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ იგივე სიმღერის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებულია ანა ჩიქოვანის მიმართაც.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები