ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტებით დაკომპლექტებულმა მოძრაობა შევინარჩუნოთ სიცოცხლემ, რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალა.
“რუსთაველი არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის”, — განაცხადა მოძრაობა შევინარჩუნოთ სიცოცხლეს აქტივისტმა შალვა კუჭაშვილმა.
ასევე მოძრაობის წევრები იქ მისულ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ არ აყვნენ “მარგინალების პროვოკაციას”. გაშლილ კარავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გააკრეს. მათი თქმით, ეს ადამიანები არიან სიმბოლო “სისხლიანი რეჟიმის”.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლიკა გამრეკელის თქმით, ეს მოძრაობა შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდნენ.