“ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს. მეორე მხარეს არ უნდა ინერვიულოს. მოსახლეობა რევოლუციას არ ქმნის, ხელისუფლება არ უნდა დაემხოს. ეს მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება…
ევროკავშირის გზავნილი, რომელიც არ მესმის. როგორ შეიძლება ვისაუბროთ დიალოგის დაწყებაზე, თუ მთავრობა ცხადად არ იტყვის უარს მტრულ რიტორიკაზე? პირველი მოთხოვნა უნდა იყოს საბოლოოდ შეწყვიტოს ჩვენთვის დესტაბილიზაციის აგენტების წოდება. ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს “რევოლუციის აგენტები” უწოდეს. და რატომ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ისმის კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს სურდათ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა. აბსოლუტურად მიუღებელია უახლოეს პარტნიორებთან ასე საუბარი, მათთან ვისთანაც მომავლის შექმნა გვსურს” -თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში










