”ხელისუფლებამ თავად დაადო მერიას ბოქლომი და ჩვენ მოგვიწია ახსნა” – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი საკრებულოში გიგა შუშანია თბილისში მიმდინარე აქციაზე ქუთაისის მერიის თანამშრომლებოს წასვლას.
გიგა შუშანიამ ბრიფინგი მერიის წინ დღეს გამართა.
”ხელისუფლების გარეშე დარჩა ქალაქი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და მუშები წაიყვანეს, ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტი მიტობევულია. ხელისუფლებამ თვითონ დაადო ბოქლომი მერიას და ჩვენ მოგვიწია ახსნა. ხანძარი რომ გაჩნდეს, ერთი მეხანძრე არაა,ჩვენ მოგვიწევს ხანძრის ჩაქრობა.ჩვენ ვმუშაობთ რათა, მოქალაქეებს გავცეთ პასუხები.” – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ.