ხაშურში რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა. ერთმანეთს პიკაპი და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
პიკაპში დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, სავარაუდოდ მათ ბანკის ფული გადაჰქონდათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მანქანებში მსხდომი პირები საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.










