LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

დაპოსტა 2020/04/13-ში
99
ნახვა
გაზიარება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

როგორც მთავრბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით, უნდა იყოს მიღებული ეფექტური ზომები ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დადგეს აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე – თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი. კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ სხდომაზე წარადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გაიზარდოს სერვისის ხარისხი ბრძოლის წინა ხაზებზე – 112-ის ოჯახის ექიმის მომსახურების კუთხით, „ცხელების კლინიკებსა“ და სტაციონარებში.

აქტიურად გაკონტროლდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობა და უწყვეტობა. ამასთან, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში განხორციელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის შედეგებზე მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც ასევე სისტემატურად გადამოწმდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, იმპორტი დივერსიფიცირებულია და სასურსათო პროდუქციის შემოტანა უპრობლემოდ გაგრძელდება.

აღინიშნა, რომ რეგიონებში, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, აქტიურად გრძელდება კონტროლი, მათ შორის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, საბჭომ ზომები დამატებით გაამკაცროს.

ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირება გრძელდება და ყველა კომპანიას, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამუშაო პროცესის გაგრძელების უფლება ეძლევა.

შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე, რომელთა გახსნაზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალური მონიტორინგის შედეგად მიიღება.

ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, დაინიშნა ორი ახალი რეისი, 30 აპრილს – მადრიდი-თბილისი, ხოლო 2 მაისს – პრაღა-თბილისი, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. სპეციალური რეისები ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 67 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 439 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

დეკემბერი 19, 2025
679
მთავარი

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა,...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

დეკემბერი 2, 2025
54
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ფატალურ შედეგს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია რეგისტრირებული. საბედნიეროდ მსოფლიოში უკვე არსებობენ მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებას მნიშვნელოვნად აჩერებენ.  მათ შორისაა მათ შორისაა ჯივინოსტატი (დუვიზატი) და ვამოლორონი, რომლებიც დაამტკიცა როგორც  ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ასევე აშშ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA).   საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 3 კვირიანი ძებნის შედეგ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 1, 2025
1.8k
მთავარი

ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქალი, რო­მელ­საც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. "ინფო იმე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ქალს და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნივ­თე­ბი ბო­ლოს გუ­მა­თ­ჰე­სის წყალ­სა­ცავ­თან იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები

ნოემბერი 7, 2025
64
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები - დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი,...

დაწვრილებითDetails

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
3.4k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

„22 ნოემბერს ქორწილი ქონდა, დაიფსო ოჯახი”- ტრაგედია გურიაში

ნოემბერი 1, 2025
2.5k
მთავარი

ბათუმში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“ ავრცელებს. გარდაცვლილი ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძეა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა და როგორც თვითმხილველები წერენ, მას ავტომობილით უკრაინელი გოგონა შეეჯახა. „22 ნოემბერს ქორწილი ქონდა,...

დაწვრილებითDetails

ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან-იურისტი დავით ახალბედაშვილი

ნოემბერი 1, 2025
427
მთავარი

„თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში და გაქვთ სტატუსი, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებით – ამის შესახებ იურისტი დავით ახალბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კიდევ ვინ თავისუფლდება...

დაწვრილებითDetails

“რა სიტყვებით უნდა ანუგეშო მშობელი?”- ქუთაისში გარდაცვილ ბაიკერს ემშვიდობებიან

ოქტომბერი 21, 2025
2.4k
მთავარი

ქუთაისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერი, ბადრი იობიძე ემსხვერპლა.  შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. სოციალურ ქსელში მას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.  

დაწვრილებითDetails

ქუთაისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერი ემსხვერპლა

ოქტომბერი 21, 2025
1.8k
მთავარი

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. წყარო: https://infoimereti.ge/

დაწვრილებითDetails

ამერიკული აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 21, 2025
400
მთავარი

"ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის — უაღრესად კეთილშობილი და ნათელი ადამიანის, ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას. აკადემია გამოთქვამს დიდ მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».