უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი კადრები – ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სხვეი კი მძიმედ დაშავდნენ, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას იმისთვის, რომ რუსეთმა, მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, პასუხი აგოს.
„კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს. შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს“, – აცხადებს ელჩი.









