
ხარაგაულის სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება – ამის შესახებ უნფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
“მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია 10 თებერვალს გამოვლინდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 10 000 ლარი დაიხარჯება.


მოგახსენებთ, რომ ხარაგაული-თეთრაწყაროს მიმართულებით მიკროავტობუსი მოქალაქეებს ყოველდღე მოემსახურება და 18:00 საათზე გასული, კიცხის საზოგადოებრივ ცენტრამდე მივა. მგზავრობის ღირებულება ამ მიმართულებით 50 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება ხარაგაული-თეთრაწყაროს მარშრუტს, ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან სოფელ თეთრაწყარომდე 30 -თეთრი, რკინიგზის სადგურიდან ხარაგაულის საავადმყოფომდე – 20 თეთრი, ხოლო სოფელ თეთრაწყაროდან ხარაგაულის საავადმყოფომდე 10 თეთრი ეღირება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთშაბათობით იმოძრავებს ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით. სამარშრუტო ტაქსი რკინიგზის სადგურიდან ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით 10:00 -სთ და 14:30 სთ გავა, ხოლო ქროლი-ბაზალეთის საზღვრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით – 10:30 სთ და 15 სთ-ზე. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ხოლო ბაზალეთამდე 30-თეთრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული ტრანსპორტი მგზავრების გადაადგილებას ხარაგაულის საავადმყოფომდეც უზრუნველყოფს.


ტრანსპორტი მოემსახურება ფარცხნალის მცხოვრებლებსაც. მიკროავტობუსი ყოველ სამშაბათს რკინიგზის სადგურიდან სოფელ ფარცხნალის მიმართულებით 10:00 -სთ და 14:30 სთ-ზე გავა, ხოლო სოფელ ფარცხნალიდან 10:30-სთ და 15:00 სთ-ზე. მგზავრობის ღირებულება 30 თეთრი იქნება.” – ნათქვამია ინფორმაციაში.