ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულ ორსულ ქალს, მის 4 შვილსა და ოჯახის ახლობელ ქალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ბაღდათში დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენებენ.
მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაკრძალვის ხარჯებს ბაღდათის მერია დაფარავს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.