
როგორც BBC იტყობინება, ჰონდურასის კუნძულ გუანაჯაზე ხანძარი მძვინვარებს. ხანძარმა უკვე გაანადგურა ათობით სახლი, ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. კუნძული რომლის ფართობი მხოლოდ 19 კვადრატული კილომეტრია, შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს.










