უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში ხანძრებს 13 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით 45 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე თქმით, ამავე პერიოდში სახანძრო სამსახურმა 3417 ცეცხლის კერა ჩააქრო, ხანძრებით გამოწვეული ზარალი კი დაახლოებით 44 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
ცნობისთვის, უკრაინაში, ჩერნობილში უკვე ორ კვირაზე მეტია ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. გუშინ ქვეყანას დახმარება ევროკავშირმა აღუთქვა.