ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.
“ფრანგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინირებულ პირებში გაცილებით სწრაფად უკუვითარდება ლონგ-კოვიდის (ხანგრძლივი კოვიდი) სიმპტომები ვიდრე არავაქცინირებულებში.
აიცერი და თავიდან აირიდე კოვიდის გადატანის შემდეგ განვითარებული დაუსრულებელი კოშმარი”, – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.










