სხვა სირთულეებთან ერთად მოქალაქეები გაზრდილ ფასებზე საუბრობენ და პრობლემას განსაკუთრებით გამოყოფენ. ჩვენს მიერ ჩაწერილი, ქუთაისელთა ნაწილი მიიჩნევს რომ ფასები მომატებულია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, იმათზეც კი რაც მთავრობის მიერაა სუფსიდირებული. ნაწილისათვის პროდუქტებზე მომატებული ფასებია პრობლემური, მეორე ნაწილისათვის პრობლემატურობა მედიკამენტებზე მომატებულ ფასებში გამოიხატება. არიან ისეთებიც ვისაც მიაჩნიათ რომ უბრალოდ ფულის ხელმომჭირნე ხარჯვაა საჭირო.
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...









