LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს,ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს-ხაბეიშვილი

დაპოსტა 2023/09/30-ში
A A
202
ნახვა
გაზიარება

შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პროტესტი არ უნდა იყოს, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში ხალხის ნებას ვერ გაექცევიან.

“ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მიიჩნევენ, რომ არ უნდა იყოს პროტესტი, ადამიანები არ უნდა აპროტესტებდნენ გაჭირვებას, არ უნდა აპროტესტებდნენ ოკუპაციას, არ უნდა აპროტესტებდნენ რუსეთად რომ უნდათ ეს ქვეყანა გადააქციონ. ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს – ასე ესმის ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ პარტიას. ემიგრაციაში, რომ გარბიან ჩვენი მოქალაქეები და ფაქტობრივად ოჯახის წევრები რომ არ დაგვრჩა, ამას თუ ვინმე აპროტესტებს და თუ ვინმეს ევროპა უნდა, ამის გამო კონკრეტულ შეზღუდვებს შემოიღებენ, კონკრეტულ კანონპროექტებს განიხილავენ იმისთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებები გაზარდონ, ვიღაცას დააპატიმრებენ, ვიღაცას ჯარიმას გადაახდევინებენ. თუმცა ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი. რაც არ უნდა კანონები წერონ და იკითხონ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერ გაექცევიან“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი,ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე,რატი იონათაშვილი ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

„წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: „ 5-7 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი  5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.  ქ. თბილისში 5-6 მარტს უმეტესად...

დაწვრილებითDetails

“არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას!” -ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს „იმედის“, „პოსტვის“ და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება -...

დაწვრილებითDetails

“მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს” – კახა კალაძე

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საომარი მოქმედებების გამო, ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სრულიად რეგიონს მშვიდობა...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება არასრულწლოვან გოგონებს შორის

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგონებმა იჩხუბეს. არსებული, ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…“ – მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…“ – მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგასკოლა პატარა მოსწავლეს, ანდრია აბუსელიძეს ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ანდრი... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ… და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ...

დაწვრილებითDetails

მტკვარზე ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა მდინარე მტკვარზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინფორმაციით, კანონდამრღვევები აკრძალული ელექტრო-იარაღით თევზაობდნენ. შედეგად უკანონოდ იყო მოპოვებული 32 კილოგრამზე მეტი თევზი. უწყებისვე ცნობით, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გარემოსდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მასალები, სისხლის...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება . წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მისამართები სადაც წყალმომარაგება შეჩერებულია: წყალმომარაგების შეწყვეტის...

დაწვრილებითDetails

საყურადღებო ინფორმაცია მშობლებს – სიახლე პირველკლასელებისთვის

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ეს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 4-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შესაძლოა, თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლად საკითხების გადაწყვეტა სხვებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. მართალია, სხვების მოსაზრებები არ გაინტერესებთ, მაგრამ სასურველია, გამოიჩინოთ დიპლომატია. კურო დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ მომავალზე, მაგრამ არ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"