მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი, 20-მდე მეხანძრე-მაშველი.
მეხანძრე-მაშველები რელიეფის შესაბამისად მუშაობენ. ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.