
ამსტერდამში დაამონტაჟებენ „ჭკვიან“ კამერებს, რომლებიც ზედმეტად ხმაურიან მძღოლებს დააჯარიმებენ. ინოვაციური კამერა გამვლელი მანქანის ხმას გაზომავს, ასევე დააფიქსირებს მის ნომერს და ინფორმაციას საპატრულო პოლიციას გადასცემს. კამერა დააფიქსირებს იმ მძღოლებს, რომლებმაც ძრავა ისე გადააკეთეს რომ მას სარბოლო ავტომობილის ხმა აქვს.










