“მზეჭაბუკის” ძეგლი, რომელიც 2009 წელს “დიდების მემორიალის” აფეთქებას გადაურჩა, ქალაქს 11 წლის შემდეგ უბრუნდება. მონუმენტის გადარჩენილი ფიგურა ამ ხნის განმავლობაში მისი ავტორის, მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში ინახებოდა. არის თუ არა პრიორიტეტული ქუთაისისათვის ,,მზეჭაბუკის’’ ძეგლის დადგმა, როდესაც პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილი ათასობით ქუთაისელს უჭირს და თითქმის ასიათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს? ვრცლად იხილეთ სიუჟეტში.
14 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს ჩრდილო მთიან...









