ჭიათურის მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას გულისხმობს.
“განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის მოედანი და სკვერი მოეწყობა.
წერეთლისა და 9 აპრილის ქუჩებზე ფასადები მოწესრიგდება, თხელიძის ქუჩაზე-ტროტუარები.
ასევე, მოეწყობა სკვერი წერეთლის ქუჩაზე. კინოს სახლის წინ კი-მიმდებარე ტერიტორია.
პროგრამის ფარგლებში ქორწინების სახლის ფასადსაც რეაბილიტირდება.
პროექტების განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში მიმდინარეობს.









